18 November 2008

მთვლემარე ვულკანები


პროექტის სახელი: მთვლემარე ვულკანები
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:მოსწავლეები იკვლევენ მზრუნველობამოკლებული თანატოლების ცხოვრებას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას მზრუნველობამოკლებული და თავშესაფარის გარეშე მყოფი თანატოლების ცხოვრების შესახებ. იკვლევენ მათ ადგილ-სამყოფელს (სად უწევთ ღამის გათენება, როგორ პირობებში?), ეცნობიან მათი ცხოვრების პირობებს (დადიან თუ არა სკოლაში, რითი არიან გატაცებულნი, როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, რას საქმიანობენ?), აკვირდებიან მათ საარსებო გარემოს (სად და როგორ იკვებებიან, როგორია მათი ჰიგიენა?). ,,ბავშვობა დაკარგულ ბავშვებთან” გასაუბრების საშუალებით ეცნობიან მათ მიზნებს, რწმენას, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმებს, აკეთებენ ჩანაწერებს.
ეცნობიან ბავშვის უფლებათა კონვენციას და იკვლევენ, რომელ ქვეყანაში როგორ ხდება ბავშვთა უფლებების დაცვა, ახდენენ შედარებებს. მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით.
ატარებენ ლექცია-სემინარებს თემებზე: ბავშვთა უფლებები ჩემს ქვეყანაში, ტოქსიკური ნივთიერებების ზეგავლენა მოზარდთა ორგანიზმზე, ბავშვობა დაკარგული ბავშვები, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მავნე ჩვევები და ა.შ.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:13-17/ VIII-XI.
ვადები/ხანგრძლივობა: 2თვე (ნებისმიერი 2 თვე სასწ. წლის განმავლობაში)
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ლექცია-სემინარების ჩატარება,შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ბლოგების გაკეთება.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოძიებული მასალებით (ჩანაწერები, ფოტოები) ქმნიან ბლოგებს, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ასეთი ბავშვების არსებობაზე.

სარგებელი სხვებისთვის: ასეთ ბავშვებთან სისტემატური ურთიერთობით ნდობის მოპოვება, რის შედეგადაც მოხდება სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებებზე მათი მიწვევა, ჩაბმა საინტერესო კონკურსებში, მხიარულ სტარტებში.
გაჩნდება ინტერესი მზრუნველობამოკლებული ბავშვების მიმართ სხვადასხვა სახის თანადგომის.
სამუშაო ენა : ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:სამოქალაქო აღზრდა, ქიმია, ბიოლოგია,ქართული ენა და ლიტერტურა,საინფორმაციო ტექნოლოგიები.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამარ ხადური
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tamunakhaduri@gmail.com
პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea68294!=
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://icttrainingmtvlemarevulkanebi.blogspot.com/